ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ დავით მიქაძეს ახალი ბრალდება წარედგინება, მისი დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე კი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მესამე პირზე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს. ძებნაში მყოფი დავით მიქაძის ადვოკატის, გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, გამოძიება ახალი საქმეების გაჩენით ცდილობს დავით მიქაძის სამართლებრივი მდგომარეობის დამძიმებას. ადვოკატი დავით მიქაძისთვის მხრიდან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად იარაღის დაუფლებასა და გასაღებას უარყოფს. ეკა ლემონჯავა შეეცადა დეტალების გარკვევას.