რა პოზიცია აქვთ გაერთიანების თაობაზე პოლიტიკურ გუნდებს - Palitra News

რა პოზიცია აქვთ გაერთიანების თაობაზე პოლიტიკურ გუნდებს

2025-11-05 15:15:28+04:00

ოპოზიციური პარტიების გაერთიანების არაერთი მცდელობის უშედეგოდ დასრულების შემდგომ "ნაციონალურ მოძრაობაში" გამოსავალს კვლავ ერთიანობაში ხედავენ. მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" პარტიების აკრძალვის დაპირების სისრულეში მოყვანას ცდილობს ექპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აქტიურად საუბრობენ გაერთიანების მნიშვნელობაზე. მაგრამ განიხილავენ, თუ არა იმავეს სხვა ოპოზიციური პარტიები? "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრები აცხადებენ, რომ „ფსევდო-გაერთიანებების არ სჯერათ და ქვეყანაში დიქტატურის წინააღმდეგ საბრძოლველად პარტიების ორგანიზაციული გაერთიანების საჭიროებას ვერ ხედავენ.