როგორ აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები ევროკავშირის ანგარიშს - Palitra News

როგორ აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები ევროკავშირის ანგარიშს

2025-11-05 15:12:39+04:00

ევროკავშირის შემდგომი გაფართოების გეგმის კონტექსტში გუშინელ სამიტზე ალბანეთის, მონტენეგროს, მოლდოვასა და უკრაინის გვერდით საქართველოს სახელი არ გაუჟღერებიათ, თუმცა არ გამორჩენიათ ხაზი გაესვათ დემოკრატიულ უკუსვლაზე, რომელსაც მათი შეფასებით ჩვენი ქვეყანა განიცდის. რამდენად უახლოვდება საქართველო იმ წერტილს, როცა გაწევრიანების შანსი აღარ იარსებებს? ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ იმედი ჯერ კიდევ არსებობს და აუცილებელია ხელისუფლებამ ევროკავშირის დემონიზაციის ნაცვლად კურსი შეცვალოს. ოპოზიციის შეფასებით, ევროკავშირის გაფართოების ანგარიში საქართველოსთვის უკიდურესად მძიმე აღმოჩნდა და შესაძლოა დოკუმენტი უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი გახდეს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ გუშინ უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებები მოისმინეს. მათი თქმით, ევროკავშირისკენ გზა კრიტიკულად განწყობილი ევროკომისტების შეხედულებებზე არ გადის და საქართველოს ხელს ვერავინ შეუშლის 2030 წელს ევროკავშირის წევრობას ყველაზე მომზადებული შეხვდეს.