აშშ-ში „შათდაუნი“ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გახდა - Palitra News

აშშ-ში „შათდაუნი“ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გახდა

2025-11-05 14:17:03+04:00

აშშ-ის მთავრობის ე.წ. შათდაუნმა 36-დღიან ნიშნულს გადააჭარბა და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გახდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი, რომელიც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების ნაწილის მუშაობის შეჩერებას ნიშნავს, 1-ელი ოქტომბრიდან გამოცხადდა. მიზეზი „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის ბიუჯეტის ახალ პროექტში ჯანდაცვის ხარჯებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა გახდა.

მიმდინარე „შათდაუნმა“ გადააჭარბა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროინდელ „შათდაუნის“ ხანგრძლივობას, რომელიც 2018-2019 წლის დეკემბერ-იანვრის პერიოდში, 35 დღის განმავლობაში გაგრძელდა.