სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს ეტიკეტირების წესის 770 სამართალდარღვევა გამოავლინა - Palitra News

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს ეტიკეტირების წესის 770 სამართალდარღვევა გამოავლინა

2025-11-05 12:48:01+04:00

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს ეტიკეტირების წესის 770 სამართალდარღვევა გამოავლინა. უწყების ცნობით, სააგენტომ ყველა მათგანზე გაატარა კანონით განსაზღვრული ზომები. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, სურსათის შეძენის დროს ყურადღებით გაეცნოს ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციას და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დატოვოს შეტყობინება ცხელ ხაზზე 15-01.