საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა - Palitra News

საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა

2025-11-05 12:47:22+04:00

საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. პრემიერმა აღნიშნა, რომ აღნიშნული გამოფენა, დაარსების დღიდან გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა ვაჭრობის გაძლიერების, პარტნიორობის ხელშეწყობისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების პოპულარიზაციისთვის. ირაკლი კობახიძის თქმით, გამოფენა ხელს უწყობს უფრო ღია და მდგრადი გლობალური ეკონომიკის ჩამოყალიბებას. პრემიერის განცხადებით, ჩინეთსა და საქართველოს ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებთ.