გიორგი ბაჩიაშვილის საქმე, რომელიც „მტკვარი ჰესს" უკავშირდება, არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - Palitra News

გიორგი ბაჩიაშვილის საქმე, რომელიც „მტკვარი ჰესს" უკავშირდება, არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა

2025-11-04 21:50:45+04:00

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმე, რომელიც „მტკვარი ჰესს" უკავშირდება, არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. დღევანდელ პროცესზე ასევე, მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. სხდომას ესწრებოდა თავად ბაჩიაშვილი. მისი თქმით, საქართველოში მისი საქმე არის პირველი შემთხვევა, რომელსაც კერძო პროექტის გადახარჯვას ედავებიან და არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცემა. როგორც ბაჩიაშილმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია რა დააშავა და სახელმწოს რა ზიანი გამოიწვია კერძო პროექტმა.