ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომა დასრულდა - რას აცხადებენ ქართველი პოლიტიკოსები? - Palitra News

ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომა დასრულდა - რას აცხადებენ ქართველი პოლიტიკოსები?

2025-11-04 21:44:20+04:00

ამ საკითხს უკვე მოჰყვა პირველი პოლიტიკური შეფასებები როგორც ოპოზიციის, ასევე „ქართული ოცნების“ მხრიდან. მმართველი პარტია საკუთარ რიტორიკას არც ამ გზავნილების შემდეგაც იცვლის - შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დღეს უკუსვლა არა საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ევროკავშირს აქვს. მისივე შეფასებით, აღნიშნული ანგარიში რეალობას არ შეესაბამება და მასში მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს „ბრიუსელიდან დანახულ საქართველოს“. განსხვავებული პოზიცია აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს - ისინი თვლიან, რომ „ქართულ ოცნებას“ ახლა საქართველოს სრულ იზოლაციაში მოქცევა სურს. ამ საკითხს ასევე ყოფილი ელჩებიც გამოეხმაურნენ.