უკვე დასრულდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლების მიმართ საკმაოდ მწვავე და კრიტიკული გზავნილები გაჟღერდა. ამის პარალელურად კი, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის კომუნიკეში აღნიშნულია, რომ „ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია“. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკურმა კურსმა ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის დაახლოების პროცესს ძირი გამოუთხარა. კიდევ რაზე ისაუბრეს ევროკავშირის გაფართოების საგარეო საქმეთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე და რა წერია საკმაოდ კრიტიკულ ანგარიშში?