უკრაინის დაზვერვა - რუს ოკუპანტებთან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს - პოკროვსკიში სპეცრაზმელების დამატებითი ძალები შევიდნენ - Palitra News

უკრაინის დაზვერვა - რუს ოკუპანტებთან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს - პოკროვსკიში სპეცრაზმელების დამატებითი ძალები შევიდნენ

2025-11-04 16:00:40+04:00

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დონეცკის ოლქში ქალაქ პოკროვსკის დაცვა გრძელდება და დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმები ოპერაციას აგრძელებენ. მათივე ცნობით, პოკროვსკში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.ამასთან, დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ ჩართული პერსონალის უსაფრთხოების მიზნით, ოპერაციების დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება. რამდენიმე დღეა, რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი პოკროვსკი დაიკავეს, უკრაინელი ჯარისკაცები კი ტყვედ აიყვანეს. ინფორმაციას უკრაინული მხარე უარყოფს.