„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გედევან ფოფხაძე, რამდენიმე აქტივისტთან ერთად, პარლამენტის წინ შიმშილობას განაგრძობს. მე-8 დღეა, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. შიმშილობის აქციას პოლიტიკური მიზანი აქვს, მოქალაქეები აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას და ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარებას ითხოვენ. ქართული ოცნების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია საპროტესტო აქციები თბილისსა და რეგიონებში გაფართოვდეს, ვიდრე ქვეყანაში პოლიტიკური გარემო არ შეიცვლება.