ალეკო ელისაშვილი - მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან - Palitra News

ალეკო ელისაშვილი - მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან

2025-11-04 15:57:21+04:00

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ - ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გაასაჯაროონ ხელშეკრულება, რომელიც მათ ერთ - ერთ არაბულ კომპანიასთან გააფორმეს. როგორც ელისაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ხელშეკრულება ითვალისწინებს 9 მილიონი კვ მეტრი ქართული მიწა-წყლის არაბებისთვის გადაცემას, რაც არის ერთი მხრივ, „ანტიეროვნულ გადაწყვეტილება და მეორე მხრივ, არაბული აფიორა“.