როგორ ეხმაურებიან მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

როგორ ეხმაურებიან მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას პოლიტიკურ სპექტრში

2025-11-04 15:48:04+04:00

„ახლა გვმართებს ყველას საკუთარ შეცდომებზე სწავლა და გაერთიანება - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს და კვლავ ოპოზიციის გაერთიანების მნიშვნელობაზე საუბრობს. ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ მზად არის გადახაზოს ყველა უთანხმოება და სხვებთან ერთად მომავალზე კონცენტრირდეს. "ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი ხანია საერთო მიზნების გარშემო ძალების კონსოლიდაციაზე საუბრობენ, თუმცა აქვთ თუ არა იგივე მზაობა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს. შეხედულებები ერთიანობის თაობაზე განსხვავებულია. ამდენად ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის კედლებს მიღმა რჩება, მეორე ნაიწლი კი, რომელსაც "გახარია საქართველოსთვის" გუნდი წარმოადგენს "ქართული ოცნების" წინაამღმდეგ ბრძოლას მათ შორის საპარლამენტო უფლებამოსილების ფარგლებსი გეგმავს.