საქართველო ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის მოლოდინშია - რა ვარაუდებს გამოთქვამენ პოლიტიკოსები დოკუმენტის გამოქვეყნებამდე - Palitra News

საქართველო ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის მოლოდინშია - რა ვარაუდებს გამოთქვამენ პოლიტიკოსები დოკუმენტის გამოქვეყნებამდე

2025-11-04 15:44:03+04:00

ზუსტად 2 საათში ბრიუსელში „გაფართოების სამიტი“ დაიწყება და მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება. თბილისის დროით, დაახლოებით, 17 საათისთვის ცნობილი გახდება როგორ შეაფასა ევროკავშირმა საქართველოს მიერ შესრულებული რეფორმები და ევროინტეგრაციისთვის გაწეული ძალიხმევა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ოპოზიციაც და უმრავლესობაც ანგარიშისგან პოზიტიურს არაფერს ელის, თუმცა ერთი განსხვავებით, "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ საქართველოს მისამართით გამოთქმული მწვავე განცხადებები უსაფუძვლოა, ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ კრიტიკა "ქართულმა ოცნებამ" სამართლიანად დაიმსახურა. კვლავ მთავარი განხილვის საგანია ვიზალიბერალიზაციის საკითხი. სახელისუფლებო გუნდი რიტორიკას არ ცვლის და ევროპულ სტრუქტურებს საკითხით შანტაჟში ადანაშაულებს, ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ სავიზო შეზღუდვები არა საქართველოს მოქალაქეებს, არამედ "ქართული ოცნების" წევრებს უნდა დაეკისროთ.