უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ში აშშ-ის ელჩს, მეთიუ უიტაკერს შეხვდა. ელჩის ინფორმაციით, ზელენსკის განუცხადა, რომ ომი უნდა დასრულდეს. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხზე კომპრომისი 2025 წლის ბოლომდე იპოვოს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის შეთანხმებული სამშვიდობო გეგმა არ არსებობს. ზელენსკის განმარტებითვე, ქვეყნის პრეზიდენტის რანგში მას მსგავსი დოკუმენტი არ უნახავს და სამშვიდობო შეთანხმებაზე შემდგომი ნებისმიერი სამუშაო შეერთებული შტატების მონაწილეობით უნდა წარიმართოს.