„გაფართოების სამიტში“, რომელიც რამდენიმე საათში დაიწყება, ევროკავშირისა და კანდიდატი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას - Palitra News

„გაფართოების სამიტში“, რომელიც რამდენიმე საათში დაიწყება, ევროკავშირისა და კანდიდატი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას

2025-11-04 12:40:26+04:00

„გაფართოების სამიტში“, რომელიც რამდენიმე საათში დაიწყება, ევროკავშირისა და კანდიდატი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის, ვოლოდიმირ ზელენსკი, მაია სანდუ, ალექსანდრ ვუჩიჩი, ალბანეთის, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრები. სამიტი სატელევიზიო ფორმატში ჩატარდება და იგი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. როგორც ცნობილია, ევროკომისია 2025 წლის გაფართოების პაკეტს მიიღებს. უცხოურმა მედიამ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის ტექსტის პროექტი მოიპოვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისადმი შესანიშნავ ერთგულებას იჩენს, თუმცა მან კორუფციასთან ბრძოლაში ბოლო დროს არსებული ნეგატიური ტენდენციები უნდა შეცვალოს და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები დააჩქაროს.