საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში რამდენიმე საათში გამოქვეყნდება. „გაფართოების სამიტში“ ევროკავშირისა და კანდიდატი ქვეყნების ლიდერები მონაწილეობენ. მათ შორის არიან უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, თუმცა საქართველოს წარმომადგენლობის შესახებ არაფერია ნახსენები. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად ჩინეთში იმყოფება. ,,უკუსვლა ყველა სფეროში’’ ; ,,გადახვევა ევროპული კურსიდან’’, როგორც გამოცემა რადიო თავისუფლება წერს, ეს იმ ჩანაწერების ნაწილია, რომლებიც ანგარიშშია ასახული. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ დოკუმენტი "ქართული ოცნების" პოლიტიკის მიმართ კრიტიკული იქნება და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესსაც ნეგატიურად შეაფასებს. თავის მხრივ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირი საკუთარ შეფასებებში ტენდენციურია, რაც აჩენს განცდას, რომ ანგარიში არაობიექტური იქნება.