თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრების აქცია მიმდინარეობს - Palitra News

თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრების აქცია მიმდინარეობს

2025-11-04 12:32:54+04:00

თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრების აქცია მიმდინარეობს. მათი სურვილია, საზოგადოებას აუხსნან ის ვითარება, რომელიც სასამართლო დარბაზებსა და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ პირთა პროცესებზე მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებს, საკრებულოს შენობის წინ გაშლილი აქვთ ბანერი, წარწერით - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს". აქციის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეები მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან გადაინაცვლებენ.