ნინო ლომჯარიას განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში შეცდომები დაუშვეს, რომლებიც საზოგადოების დაკვეთასა და მოლოდინს ეწინააღმდეგებოდა - Palitra News

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში შეცდომები დაუშვეს, რომლებიც საზოგადოების დაკვეთასა და მოლოდინს ეწინააღმდეგებოდა

2025-11-04 09:20:27+04:00

„საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში შეცდომები დაუშვეს, რომლებიც საზოგადოების დაკვეთასა და მოლოდინს ეწინააღმდეგებოდა. ლომჯარიას შეფასებითვე, საზოგადოების იმედგაცრუება სწორედ ოპოზიციური პარტიების ქცევამ გამოიწვია. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა, ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებზე მინიმუმ ორ მთავარ ბლოკად მაინც უნდა გაერთიანებულიყო, თუმცა ამომრჩეველს წარუდგა ოთხი განსხვავებული ცენტრი, რამაც, მისი თქმით, ოპოზიციური ხმების დაქსაქსვა გამოიწვია.