ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების წლიურ ანგარიშს, რომელიც წევრობის შესახებ კანდიდატი ქვეყნების პროგრესს აფასებს, დღეს გამოქვეყნებს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ანგარიში კრიტიკული იქნება, რადგან საქართველო ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიის კუთხით უპრეცენდენტო უკუსვლას განიცდის. მათ შორის, ასახელებენ, შემზღუდავოპოზიციური პარტიების წარმომადგნელების განცხადებითვე "ქართული ოცნება" ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა და ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. თავის მხრივ, "ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, თუმცა მათ, ევროკავშირის მხრიდან ობიექტური შეფასების მოლოდინი არ აქვთ.