საპროტესტო აქციების 341-ე დღეს მოქალაქეებმა დედაქალაქის მთავარი გამზირი კვლავ გადაკეტეს - Palitra News

საპროტესტო აქციების 341-ე დღეს მოქალაქეებმა დედაქალაქის მთავარი გამზირი კვლავ გადაკეტეს

2025-11-04 09:16:23+04:00

შეკრება-მანიფესტაციის შესახებ გამკაცრებული კანონების მიუხედავად, საპროტესტო აქციების 341-ე დღეს მოქალაქეებმა დედაქალაქის მთავარი გამზირი კვლავ გადაკეტეს. პროტესტოს დასრულების შემდეგ რამდენიმე დემონსტრანტი სავარაუდოდ, „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით დააკავეს. მათ შორის იყო, ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. ,,მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, კაკაბაძე რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია - გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები და ჩაინიშნოს ახალი საპარლამეტო არჩევნები. მათი განცხადებით, ბრძოლას იქამდე გააგრძელებენ ვიდრე, მათი მოთხოვნები არ შესრულდება.