ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე გაათავისუფლეს - Palitra News

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე გაათავისუფლეს

2025-11-04 00:39:21+04:00

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე გაათავისუფლეს. "მედიაჩექერის" ინფორმაციით, სასამართლო მის მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით ხვალ იმსჯელებს.

როგორც ნინია კაკაბაძემ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, მას განყოფილებაში ბავშვთან დარეკვის უფლებას არ აძლევდნენ, რომელიც სახლში მარტო იყო. კაკაბაძის თქმით, 20 პოლოციელიდან მხოლოდ ერთი "აღმოჩნდა გულისხმიერი" და "როგორც იქნა" მისცა საშუალება დარეკვის, ხოლო ადვოკატთან კომუნიკაციის უფლება არ მისცეს.

"დიდი ესკორტით მომაქანეს, როგორც ცნობილი კრიმინალი", - აცხადებს ნინია კაკაბაძე.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესი 4 ნოემბერს დილით ჩაინიშნა.

მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, მისი "ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, სავარაუდოდ, „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით იყო დაკავებული. მედია-პლატფორმის ცნობით, ის რუსთაველის გამზირზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა.