გიგა წიბახაშვილს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა - Palitra News

გიგა წიბახაშვილს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

2025-11-03 22:25:49+04:00

აქციის მონაწილე გიგა წიბახაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მასაც, როგორც მის ძმას ლადო წიბახაშვილს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

გიგა წიბახაშვილი გუშინ, 3 ნოემბერს იმყოფებოდა აქციაზე. მას შსს "გზის ხელოვნურად გადაკეტვას" ედავებოდა.