საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ ნინო წერეთელთან ერთად, 2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა - Palitra News

საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ ნინო წერეთელთან ერთად, 2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

2025-11-03 21:27:47+04:00

საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ ნინო წერეთელთან ერთად, 2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.

მინისტრმა მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ყურადღება მათი შესაძლებლობების გამოვლენის კუთხით ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, როგორც საშუალო, ასევე, საბაზო საფეხურის მოსწავლეებს.