კანონი, რომლის მიხედვითაც, გამონაკლისის გარდა საჯარო სამსახურში ერთზე მეტ ანაზღაურებად პოზიციაზე დასაქმება იკრძალება, უკვე მესამე დღეა მოქმედებს. დოკუმენტის მიხედვით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს დამატებითი საქმიანობის განხორციელება და ანაზღაურების მიღება დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის გარეშე არ შეუძლიათ. აღნიშნული კანონი დარღვევის შემთხვევაში პირი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდება და მას 2 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში მუშაობა აეკრძალება. უცხო ქვეყნის ჩარევების შემცირებას თუ საჯარო მოხელეთა დაქვემდებარებას - დღეს ამ თემაზე მაშო დიასამიძე მუშაობდა და ის პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.