ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მოწმეები დაკითხეს - Palitra News

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მოწმეები დაკითხეს

2025-11-03 21:23:28+04:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მოწმეები დაკითხეს. დღევანდელ სხდომას თავად დაკავებული მიქაუტაძეც დაესწრო და პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.