“რადიო თავისუფლებამ” წინსწრებით მოიპოვა ევროკომისიის მიერ ევროპარლამენტისათვის, ევროპული საბჭოსა და სხვა ევროპული უწყებებისთვის მომზადებული დოკუმენტის პროექტი - Palitra News

“რადიო თავისუფლებამ” წინსწრებით მოიპოვა ევროკომისიის მიერ ევროპარლამენტისათვის, ევროპული საბჭოსა და სხვა ევროპული უწყებებისთვის მომზადებული დოკუმენტის პროექტი

2025-11-03 21:19:54+04:00

“რადიო თავისუფლებამ” წინსწრებით მოიპოვა ევროკომისიის მიერ ევროპარლამენტისათვის, ევროპული საბჭოსა და სხვა ევროპული უწყებებისთვის მომზადებული დოკუმენტის პროექტი - „კომუნიკაცია გაფართოების პოლიტიკის შესახებ“, რომელშიც უპრეცედენტოდ მწვავედაა გაკრიტიკებული საქართველოს ხელისუფლება - კერძოდ, საუბარია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის, სასამართლოს დამოუკიდებლობის „შერყევის“, საჯარო ინსტიტუტების პარტიული ინტერესებისადმი დაქვემდებარებასა და შეცვლილ საგარეო პოლიტიკაზე. აღნიშნულ ანგარიშს ევროკომისია ხვალ, 4 ნოემბერს, გამოაქვეყნებს.