ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთში ვიზიტის გასამართად ემზადება. შანხაიში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანს შეხვდება. ქართული მხარე მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში, სადაც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. გამოფენაზე 40-ზე მეტი ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი.