რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე "ქართული ოცნების" მიერ შეტანილი სარჩელის საპასუხოდ? - მმართლმსაჯულების ორგანოს ახლა სამსჯელოდ 9 თვიანი ვადა აქვს. სარჩელის ავტორი მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ძლიერი საქართველო- ლელოს" წარმომადგენლები სასამართლოში გამოცხადდებიან და საკუთარი დანაშაულების მოსმენა კიდევ ერთხელ მოუწევთ. უმრავლესობა პოლიტიკური ველის ექსტრემისტი პოლიტიკოსებიგან გაჯანსაღებას აანონსებს. შესაძლო აკრძალვის მიუღედავად დანებებას არ აპირებენ სარჩელი სამიზნე პოლიტიკური გუნდები.