ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ირანის სახელმწიფო მედიასთან თეირანის ბირთვულ ობიექტებთან დაკავშირებით ისაუბრა. პრეზიდენტის განმარტებით, თეირანი თავის ბირთვულ ობიექტებს უფრო მძლავრად აღადგენს. ფეზეშქიანმა ბირთვული ობიექტების აღდგენის შესახებ ქვეყნის ატომური ენერგიის ორგანიზაციაში ვიზიტის დროს ისაუბრა. მანამდე, დონალდ ტრამპმა ირანი არაერთხელ გააფრთხილა, რომ თუ თეირანი ივნისში შეერთებული შტატების მიერ დაბომბილი ობიექტების ხელახლა ამუშავებას შეეცდება, ირანის ბირთვულ ობიექტებზე ახალ თავდასხმებს განახორციელებს.