მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - Palitra News

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

2025-11-03 12:25:52+04:00

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. გაძევებულთა შორის არიან ინდოეთის, ირანის, თურქეთის, პაკისტანის, ერაყის, ეგვიპტის, ლიბანის, რუმინეთის, რუსეთის და სხვა ქვეყნების - ჯამში 121 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.