გამომცემლობა “პალიტრა L” 20 წლის გახდა. 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით თბილისი მოლში საკითხავის ფესტივალი გაიმართა და ამ 3 დღის განმავლობაში გამომცემლობა თავის ერთგულ მკითხველს ფასდაკლებებით და უამრავი სიურპრიზით დახვდა. ბავშვებისთვის მოწყობილი სივრცე, გათამაშებები და რა თქმა უნდა უამრავი წიგნი. ფესტივალის ფარგლებში მისული არცერთი მკითხველი უსაჩუქროდ არ დარჩენილა.