პარიზის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ლუვრის მუზეუმის ძარცვაში პროფესიონალი მძარცველები არ მონაწილეობდნენ - Palitra News

პარიზის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ლუვრის მუზეუმის ძარცვაში პროფესიონალი მძარცველები არ მონაწილეობდნენ

2025-11-03 09:41:18+04:00

1. პარიზის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ლუვრის მუზეუმის ძარცვაში პროფესიონალი მძარცველები არ მონაწილეობდნენ.

ფრანგული მედია ვარაუდობს, რომ მძარცველები არაპროფესიონალები იყვნენ, რადგან გაქცევის დროს ყველაზე ძვირფასი სამკაული დაუვარდათ, ადგილზე ხელსაწყოები და სხვა ნივთები დატოვეს და გაქცევამდე სატვირთო მანქანის დაწვა ვერ შეძლეს. პროკურორის თქმით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, 11-ჯერ იყო ნასამართლევი. მედიის ცნობით, მუზეუმიდან მოპარული სამკაულები ჯერ აღმოჩენილი არ არის. ლუვრის მუზეუმში ძარცვა 19 ოქტომბერს მოხდა. რამდენიმე ნიღბიანმა პირმა ნაპოლეონის კოლექციიდან სამკაულები მოიპარა. მუზეუმიდან წაღებული სამკაულების ღირებულება დაახლოებით 88 მილიონი ევროა.