ისრაელი ღაზაში ნებისმიერ საფრთხეს უპასუხებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
როგორც ნეთანიაჰუმ იერუსალიმში, კაბინეტის სხდომის დაწყებისას აღნიშნა, ღაზაში ისრაელის ნებისმიერი ქმედების შესახებ ვაშინგტონს აცნობებენ. ამავდროულად, „ჰამასი“ აცხადებს, რომ დღეს ისრაელს კიდევ სამი მძევლის ცხედარს გადასცემს.