ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი ღაზაში ნებისმიერ საფრთხეს უპასუხებს - Palitra News

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი ღაზაში ნებისმიერ საფრთხეს უპასუხებს

2025-11-03 09:39:23+04:00

ისრაელი ღაზაში ნებისმიერ საფრთხეს უპასუხებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

როგორც ნეთანიაჰუმ იერუსალიმში, კაბინეტის სხდომის დაწყებისას აღნიშნა, ღაზაში ისრაელის ნებისმიერი ქმედების შესახებ ვაშინგტონს აცნობებენ. ამავდროულად, „ჰამასი“ აცხადებს, რომ დღეს ისრაელს კიდევ სამი მძევლის ცხედარს გადასცემს.