„დედები თავისუფლებისთვის“ - ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით აქცია-მსვლელობა გაიმართა. დემონსტრანტები ახალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნასა და საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. მარშით საბოლოოდ, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა. დემონსტრანტებმა
მანიფესტი წაიკითხეს, შემდეგ კი გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ. სამართალდამცავები გზის გადაკეტვაში მონაწილე მომიტიგეებს ე.წ სამხრე კამერებით იღებდნენ. საპროტესტო აქციას დაკავებების გარეშე არ ჩაუვლია. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ თავისუფლების მეტროს მიმდებარედ აქციის რამდენიმე მონაწილე, სულ მცირე სამი პირი დააკავა. მათ შორის, 71 წლის აზა ჩილაჩავაა. სამართალდამცავებმა ბოლო 5 დღის განმავლობაში, შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, რუსთაველის გამზირის უკანონოდ გადაკეტვის გამო, აქციის 29 მონაწილე დააკავეს.