დიმიტრი პესკოვი - პუტინსა და ტრამპს შორის ამ ეტაპზე შეხვედრის ორგანიზების საჭიროება არ არსებობს - Palitra News

დიმიტრი პესკოვი - პუტინსა და ტრამპს შორის ამ ეტაპზე შეხვედრის ორგანიზების საჭიროება არ არსებობს

2025-11-02 15:38:24+04:00

პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სასწრაფო შეხვედრის ორგანიზების საჭიროება არ არსებობს. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჰიპოთეტურად, ეს [შეხვედრა] შესაძლებელია, მაგრამ ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არსებობს“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, „ახლა უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობა უფრო საჭიროა, ვიდრე ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაზე“.

„ამ ეტაპზე მოგვარების პრობლემის დეტალებზე საფუძვლიანი და ფრთხილი მუშაობაა საჭირო“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.