გერმანელი ევროპარლამენტარი, სერგეი ლაგოდინსკი გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის შემდგომ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს. გერმანელი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის სესიას ბოიკოტი სწორედ საქართველოს დელეგაციამ გამოუცხადა, ახლა კი მმართველი პარტიის წევრები ჩივიან, რომ ევრონესტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები არ მოეწონათ.
აღსანიშნავია, რომ შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტი „მტრულ და ვიწრო პოლიტიკურ მიდგომებში“ დასდო ბრალი. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება. რას უნდა ველოდოთ ამ პროცესისგან, თემის დეტალებს მაგდა ბლუაშვილი გაეცნო და ის პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.