რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის დაკავებულ გიორგი წიქარიშვილს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა - Palitra News

რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის დაკავებულ გიორგი წიქარიშვილს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

2025-11-01 19:43:38+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რუსთველი გამზირის გადაკეტვისთვის დაკავებული გიორგი წიქარიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის გადაწყვეტილებით, მას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი წიქარიშვილის რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.

შსს-ს თანამშრომლებმა გიორგი წიქარიშვილი, 31 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.