უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი უკრაინული სანქციების შესახებ განაცხადა - Palitra News

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი უკრაინული სანქციების შესახებ განაცხადა

2025-11-01 14:12:18+04:00

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი უკრაინული სანქციების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომის, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში მუშაობისა და პროპაგანდის გავრცელების გამო სანქციები დამატებით 50-ზე მეტ პირს დაუწესდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტი განმარტავს, გაფართოებულ სასანქციო სიაში ძირითადად რუსები ფიგურირებენ და მათ სახელებს უკრაინა გადასცემს პარტნიორებს, რათა რუსეთზე ერთად განახორციელონ ზეწოლა. მინისტრმა კაბინეტმა ასევე უკრაინული სანქციების ევროკავშირის სანქციებთან სინქრონიზაციისთვის მოსამზადებელი შეხვედრა გამართა და გადაგზავნეს მოსაზრებები სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით, რომელზე მუშაობაც ბრიუსელს უკვე დაწყებული აქვს.