აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის მიმართულებით ზანგეზურის დერეფნის მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადადის. მისივე განმარტებით, აზერბაიჯანი დიდ ძალისხმევას დებს რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების დასამყარებლად. ამავდროულად, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ვიდეოსაც აქვეყნებს.