საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის კონცეფცია ბიზნესასოციაციის წევრებთან განიხილა - Palitra News

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის კონცეფცია ბიზნესასოციაციის წევრებთან განიხილა

2025-10-31 20:53:59+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის კონცეფცია ბიზნესასოციაციის წევრებთან განიხილა.საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერმა ბიზნესთან განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და რეფორმის კონცეფციით გათვალისწინებულ ამოცანებზე დეტალურად ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით სახელისუფლებო გუნდის მიზანია უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნოს.