ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო სასამართლოსთვის შეეძლო არა სამი არამედ ორი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიემართა - Palitra News

ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო სასამართლოსთვის შეეძლო არა სამი არამედ ორი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიემართა

2025-10-31 20:52:54+04:00

ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო სასამართლოსთვის შეეძლო არა სამი არამედ ორი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიემართა - დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვაში, ძლიერი საქართველო - ლელო, გიორგი გახარიას გუნდის მსგავსად სარჩელს მიღმა დარჩებოდა და შესაბამისად არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა პარტიაზე არ გავრცელდებოდა. თავად ლელო -ძლიერი საქართველოს წევრები აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძემ დღეს სასაცილო არგუმენტი დაასახელა. ასაკრძალი პარტიების სიაში ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის და ლელო- ძლიერი საქართველო მოხვდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად ახლა 9 თვიანი ვადა აქვს.