ოპოზიცია, რომელიც საპარლამენტო უფლებამოსილებით არ სარგებლობს ან მანდატებზე უარს ამბობს ქართული ოცნების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას ქუჩის პროტესტითა და საერთაოშირო პარტნიორებთან კომუნიკაციით აპირებს. ქართული ოცნების ოპონენტები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციები უნდა გაფართოვდეს და ქვეყანაში მანიფესტაციები განსხვავებული ფორმით სხვადასხვა ლოკაციაზე უნდა ჩატარდეს. გეგმის ნაწილს წარმოადგენს საერთაშორისო პარტნიირებთან აქტიური კომუნიკაციაც, რათა სანქციები ქართული ოცნების წინააღმდეგ უფრო ხისტი გახდეს. რაც შეეხება ერთიანობის შესახებ განცხადებებს, ოპოზიციის შიგნით იდეას სკეპტიკურად უყურებენ.