სავარაუდო კორუფციის ფაქტებთან დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების წრე ფართოვდება - Palitra News

სავარაუდო კორუფციის ფაქტებთან დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების წრე ფართოვდება

2025-10-31 20:50:49+04:00

სავარაუდო კორუფციის ფაქტებთან დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების წრე ფართოვდება. დღეს სამართალდამცველებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. ალკოჰოლური სასმელების უკანონოდ დამზადების საქმესთან დაკავშირებით, კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ. ქართული ოცნება აცხადებს, რომ 2024 წლის თებერვლიდან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ხელისუფლება უკომპრომისო გახდა. მანამდე კი კონკრეტული პირები პირადი სარგებლის მიღებას ცდილობდნენ. კორუფციის შესახებ დღეს საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლება. ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრობლემა ბიზნესს ფართოდ არ აწუხებს.