თბილისის ახლად არჩეულმა საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას თანხმობა გამოუცხადა. სხდომამ დღეს მწვავე განცხადებებისა ფონზე ჩაიარა. ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ხალხის ძალისა და ძლიერი საქართველო - ლელოს წევრები. სხდომას არც გახარიას პარტიის კრიტიკის გარეშე ჩაუვლია. სახელისუფლებო გუნდის სიტყვებით გახარიას პარტიამ საკრებულოში ადგილი ვერ მოიპოვა, რადგან „თბილისში მოღალატეებს ხმას არ აძლევენ!“ კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს კახა კალაძემ, რომელიც დედაქალაქის მერის პოზიციას უკვე მესამე ვადით იკავებს სამომავლო პროექტებზე ისაუბრა. კალაძე ირწმუნებოდა, რომ მისი მერობის პერიოდში დედაქალაქის განვითარების სწორი და უალტერნატივო პოლიტიკა გატარდა, თუმცა ოპოზიცია კორუფციის ფართო მასშტაბებზე მიუთითებდა... ლელომ საკრებულოში ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის შექმნა მოითხოვა. მერაბ პაპაშვილი ესწრებოდა დღევანდელ საკრებულოს სხდომას.