„ლელო“ ეკონომიკის სამინისტროსგან, არაბული საინვესტიციო ჯგუფისთვის კრწანისის ტყე-პარკისა და გონიოს ტერიტორიებზე მიწის გადაცემის შესახებ ინფორმაციას ითხოვს - Palitra News

„ლელო“ ეკონომიკის სამინისტროსგან, არაბული საინვესტიციო ჯგუფისთვის კრწანისის ტყე-პარკისა და გონიოს ტერიტორიებზე მიწის გადაცემის შესახებ ინფორმაციას ითხოვს

2025-10-31 15:23:09+04:00

„ლელო- ძლიერი საქართველო“ ოფიციალური განცხადებით მიმართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ითხოვს დაზუსტებულ ინფორმაციას, არაბული კომპანიისთვის კრწანისის ტყე-პარკისა და გონიოს ტერიტორიებზე მიწის გადაცემის შესახებ.

როგორც „ლელო-ძლიერის საქართველოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, „საინტერესოა დეტალები იმ ძალიან გაუმჭვირვალე პროცესის, რითაც შეირჩა ინვესტორი და კრწანისის ტყე-პარკისა და გონიოს დაცულ ტერიტორიებზე დეველოპერული პროექტი აშენდება“.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ საქმე გვაქვს აფერასთან და ამ პროექტის განხორციელებით ბიძინა ივანიშვილი, ფაქტობრივად, მწვანეს უნთებს მასიურ, მასშტაბურ არაბულ ჩამოსახლებას საქართველოში.