მთავრობა აპირებს შეადგინოს ქვეყნის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია, რომელიც 2026-დან 2035 წლამდე პერიოდზე იქნება გათვლილი - Palitra News

მთავრობა აპირებს შეადგინოს ქვეყნის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია, რომელიც 2026-დან 2035 წლამდე პერიოდზე იქნება გათვლილი

2025-10-31 15:22:55+04:00

მთავრობა აპირებს შეადგინოს ქვეყნის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია, რომელიც 2026-დან 2035 წლამდე პერიოდზე იქნება გათვლილი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს უნდა იყო მოკლე დოკუმენტი, რომელშიც გაწერილი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო კონკრეტული მიზნები და ამოცანები და მათი შესრულების ვადები. პრემიერმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ამ დოკუმენტზე მუშაობა დასრულდება, რის შემდეგაც ის საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.