რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე - Palitra News

რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე

2025-10-31 15:18:25+04:00

უკვე 1 საათზე მეტია, რაც დედაქალაქის მერი თბილისის საკრებულოში დეპუტატთა შეკოთხვებს პასუხობს. კახა კალაძემ თბილისელებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. უკვე მე-3 ვადით არჩეულმა კახა კალაძემ ყურადღება ტრამვაის პროექტსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხის გაუმჯობესების გეგმაზე გაამახვილა. სხდომას ესწრება ის 5 ოპოზიციონერიც, რომელიც თბილისის საკრებულოში ოპოზციის მანდატით შევიდა.