პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტი ზაზა ბროლაძე შიმშილობს.
აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს დიღმის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ბროლაძის ადვოკატმა გურანდა ქურდოვანიძემ განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, ბროლაძეს მხედველობის პრობლემა აქვს.
„ჩემი დაცვის მყოფი ზაზა ბროლაძე მოვინახულე, მას მხედველობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა, ხელოვნურ ცრემლს მოიხმარს, ექიმს სთხოვა მისთვის მიეცა, მაგრამ ბროლაძეს უთხრეს, რომ მედიკამენტს სამედიცინო დოკუმენტის გარეშე ვერ მისცემდნენ",- განაცხადა ქურდოვანიძემ.